пятница, 22 марта 2024 г.

თიანეთის სიტორია


თიანეთი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან იხსენიება.სწორედ IV საუკუნითაა დათარიღებული მუნიციპალიტეტში მდებარე ჟალეთის ეკლესია.

თიანეთი VII-XI საუკუნეებში წარმოადგენდა ისტორიული კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს,სადაც მდებარეობდა კვირიკე III-ს სასახლე-ბოდოჯის ციხე(იგივე ცხრაკარა),რომელიც ბაგრატ IV-მ გადაწვა საგართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პერიოდში.დღეს შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.

ძველად თიანეთზე გადიოდა ცნობილი საქარავნე-აბრეშუმის გზა,რომლითაც აღმოსავლეთის ქვეყნები უკავშირდებოდნენ ევროპას

1917 წლამდე თიანეთი ეკუთვნოდა თიანეთის,1924 წლიდან კი დუშეთის მაზრას.1932 წლიდან ის არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული,ხოლო დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.

XVII ს.ში აქ ჩამოსახლებას იწყებს აღმ.საქართველოს მთიელი ხალხის ნაწილი,რის შედეგადაც თიანეთში ვრცელდება მთის სხვადასხვა ტრადიცია,კულტურა,საკვები…

თიანეთში მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესიების გვერდით არსებობს მრავალი სალოცავი,ხატი,ნიში,რომლებიც სწორედ მთიელი ხალხის რწმენის მაგალითებია თიანეთში და მათ ძირითადად კერპთაყვანისმცემლობის სახე აქვს.

წყარო: chvenisaqartvelosblogi

თიანეთს გაუმარჯოს!
თიანეთელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий