ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. მშვენიერი ხეობები და გრანდიოზული, ყინულოვანი მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
აქ მრავალი საინტერესო მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მრავალფეროვანი და სანახაობრივია ლენტეხის ზემო სვანეთთან, რაჭასთან და სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები, როგორიცაა მაგალითად: ლენტეხი-მაცხვარიშის, მანანური-ტვიბერის, ხაჩეში-დობერაზენის, შკედი-ლიხეთის და სასაში-ლაშიჭალის ბილიკები. ლენტეხი მიმზიდველია მთამსვლელებისთვისაც. ულამაზესია კურორტი მუაში სამკურნალო მინერალური წყლებით, ტყეებით, ტყისპირა მდელოებით, სუფთა ჰაერითა და პატარა კოტეჯებით.
ამ რაიონში მოგზაურობისას შთამბეჭდავი ხედების გარდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის მონახულებასაც შეძლებთ. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი და რა თქმა უნდა ლენტეხიც წარმოუდგენელია მათ გარეშე. გარდა კოშკებისა აქ ბევრი შუა საუკუნეების ტაძარი გვხვდება უნიკალური სვანური მხატვრობის ნიმუშებით.
ნახავთ ეკლესიებს, რომლებზეც გარე ფასადებზეც არის შემორჩენილი ფრესკების კვალი, რაც მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. ლენტეხის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველიკოლექცია.
წყარო: georgiantravelguide.com
ლენტეხს გაუმარჯოს!
ლენტეხელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий